თერჯოლის ამომრჩეველთან ელგუჯა გოცირიძის შეხვედრა დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმიდან დაიწყო

  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა, ელგუჯა გოცირიძემ, ამომრჩეველთან შეხვედრა მისი მშობლიური, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთიდან დაიწყო.

  დიდი კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის, სახელობის მუზეუმის ეზო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით, ელგუჯა გოცირიძის გასაცნობად შეკრებილი და მისი პერსონით დაინტერესებული ადამიანებით გაივსო. სხვადასხვა სოფლებიდან უწყვეტად მოეშურებოდნენ ისინი მათი მუნიციპალიტეტის დეპუტატობის კანდიდატის მოსასმენად. ბატონმა ელგუჯამ მოსახლეობასთან მიმართვისას აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილია, რომ ის ქალაქი, სოფელი სადაც თავად დაიბადა და გაიზარდა, ყველაზე გამორჩეულად გამოიყურებოდეს, განვითარების მხრივ მოწინავე იყოს და პირველ პოზიციაზე იდგეს, რომლისთვისაც იგი საკუთარ უნარსა და შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებს.

ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია