etli3

თერჯოლაში შშმ პირებს სპეციალური ეტლები გადაეცათ

  თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ჩართულობითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად, აქცია მოეწყო. 

  საერთაშორისო ასოციაციის, „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,“ თანადგომით 32 ბენეფიციარს სტანდარტული და „რაფრაიდერის“ ტიპის ეტლები გადაეცათ.

ნათია მურუსიძე