18423974_1771152876529130_2203761326534323823_n

თანაგრძნობა დაღუპულ მეშახტეებს

  ტყიბულის მუნიციპლიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, ღრმა მწუხარებას გამოხატავს მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა.

  ,,ამ მწუხარების ჟამს, მუნიციპალიტეტის სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ მხნეობას. ეს უმძიმესი ტრაგედიაა არა მარტო მათთვის, არამედ მთელი ქალაქისათვის. ასევე ვუსამძიმრებთ ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფს“, თითოეულ მეშახტესა და თანაქალაქელს.

  პრემიერ-მინისტრის დავალებით შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული, რათა დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

  ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები".