tatbiri

თათბირი მერიაში

  ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გამართულ ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. მას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, საკრებულოს წევრები, სამსახურების, ორგანიზაციებისა და ა.ა.(ი).პ-ების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახანს ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, ტრაგიკულად დაღუპულ, სანდრო ბუცხრიკიძისა და რეზო ლომთაძის ხსოვნას. სხდომაზე შესრულებულ მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებსა და მათთან დაკავშირებულ სამუშაოებზე იმსჯელეს.

მარი ბაბუხადია