215_0599_01.MP4.Still105

ვალენტინა ქარქაშაძის ღვაწლის დაფასება

  „ხიდი თაობებს შორის“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში საქართველოს „წითელი ჯვრის“ ტყიბულის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ღონისძიება მოაწყო, რომელიც საქნახშირის იმდროინდელი N1 საბავშვო ბაღის გამგის, ვალენტინა (ვალია) ქარქაშაძის, 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

  ხსოვნის საღამოს იდეა „წითელი ჯვრის“ აღმასრულებელ მდივანს, ელისო ცირეკიძეს, ეკუთვნის. მოწვეულ საპატიო სტუმრებს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, მათ შორის, პროექტის ავტორს - მაია ბრეგაძეს.

ნათია მურუსიძე