tatbiri

ელისო ჩაფიძე: „შახტების გარეშე ტყიბულის არსებობა წარმოუდგენელია“...

  გამგეობის ყოველკვირეულ თათბირს გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, უძღვებოდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი ესწრებოდა. სხდომა მეშახტეთა საპროტესტო აქციებსა და საქნახშირის პრობლემებს შეეხებოდა. ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებს დაუშვებლად მიაჩნიათ შახტების კონსერვაცია და ქალაქის პარალიზება და ყოველ ღონეს იხმარენ, რათა ჩვენი მუნიციპალიტეტი აქტიური ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმს დაუბრუნდეს.

  შეკრებას მოგვიანებით ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, შემოუერთდა, როგორც მან განაცხადა შახტებში სამუშაო პროცესის განახლება ჩვენი ქალაქისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

მარი ბაბუხადია