shedegi

ელგუჯა გოცირიძე, ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულია

  ცესკო-ს მიერ დაჯამებული წინასწარი მონაცემებით, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების N50-ე გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, ხმათა უმრავლესობით, 50,22 %-ით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ელგუჯა გოცირიძემ, გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი 30,04 %-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ოთარ კახიძეა. რაც შეეხება პროპორციულ შედეგებს, პირველ ადგილზე, 47,02 %-ით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გავიდა, მეორეზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ 30,63 %-ით, ხოლო მესამეზე - „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ - 5,28 %-ით.

  ამ სტატისტიკით მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ალბათობა გამოირიცხა.

ნათია მურუსიძე