215_0599_01.MP4.Still2353

ელგუჯა გოცირიძემ „წარმოაჩინე შენი კარმიდამოს“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

  ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, „წარმოაჩინე შენი კარმიდამო,“ სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ნომინაციებში: „საუკეთესო კარმიდამო,“ გაიმარჯვა ალექსანდრე ნანიკაშვილმა (სოფელი გურნა), „საუკეთესო ეზო“ - დოდო გაბადაძემ (სოფელი გურნა), „საუკეთესო სახლი“ - ციცინო ტოფაძემ (სოფელი საწირე).

  მაჟორიტარმა დეპუტატმა თითოეულ მათგანს პირადი ანგარიშიდან ფულადი პრიზები, 500-500 ლარი, გადასცა. გარდა ამისა, ისინი დიპლომებითაც დასაჩუქრდნენ. დაჯილდოების ცერემონიალი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში  გაიმართა. კონკურსის შესახებ პრეზენტაცია შეკრებილებისათვის, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა, მარიამ გაბრიაძემ, მოაწყო.

  ამავე ღონისძიებაზე სიმბოლური გასაღებები გადასცეს იმ ოჯახების წარმომადგენლებს, რომლებსაც მერიამ საცხოვრებელი ბინები შეუძინა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2018 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამის ფარგლებში, მერიამ ტყიბულში, ქალაქის ტეროტორიაზე, 5 უსახლკარო ოჯახს 2 - ერთოთახიანი, 1 ოროთახიანი ბინა და 2 კერძო სახლი შეუძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათას 500 ლარი დაიხარჯა.

მარი ბაბუხადია