13938408_666546803494427_2491471849624533729_n

ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი პირველივე ტურში მოიპოვა

  საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლა დაასრულა.

  ცესკომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები. N50 თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 65 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ელგუჯა გოცირიძეს, სულ 52 ათას 428-დან 15 152 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 50,03%-ს შეადგენს. ელგუჯა გოცირიძემ, ამ შედეგების მიხედვით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მოიპოვა და იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

  რაც შეეხება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ კახიძეს, მას 9 286 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 30,66%-ს შეადგენს.

  ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი – 21 ნოემბრამდე.