ელგუჯა გოცირიძემ საარჩევნო კამპანია პარტიულ აქტივთან შეხვედრით დაიწყო

  სამთავრობო გუნდის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელგუჯა გოცირიძე, საარჩევნო შტაბის უფროსმა, თამაზ კუბლაშვილმა, პარტიულ აქტივს სააქტო დარბაზში წარუდგინა, სადაც მეტად ღია, უშუალო და გულითადი საუბარი შედგა.

  დეპუტატობის კანდიდატმა მოისმინა პრობლემატური საკითხები და გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოქალაქეთა მოთხოვნები რეაგირების გარეშე არ დარჩება და აღნიშნა, რომ ყველა რესურსს გამოიყენებს ტყიბულელთ ასაკეთილდღეოდ.

  პარტიულ შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილეები, შტაბისა და ახალგაზრდული ჯგუფის აქტივის წევრები, დაინტერესებულ სხვა პირებთან ერთად, ესწრებოდნენ.

ნანა რაზმაძე 

50 thoughts on “ელგუჯა გოცირიძემ საარჩევნო კამპანია პარტიულ აქტივთან შეხვედრით დაიწყო

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.