„ეთნოფორი“ გურნაში

  გურნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს, გურნასა და ბობოთს, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ეთნოფორის“ შემოქმედებითი ჯგუფი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების თანადგომით, უშუალო ჩართულობითა და მეგზურობით, სამუშაო ფორმატში ეწვია. რომლის ფარგლებშიც მან ბობოთელი უხუცესი ძმებისა და ასევე, გურნელი ეთნოფორების სატელევიზიო გადაღებასა და მათ მიერ შესრულებული ძველი ქართული ხალხური სიმღერების, ოკრიბული ვარიანტების ჩაწერას ორი დღე დაუთმო.

  გარდა რეპერტუარისა, ჩვენი კუთხის ფოლკლორით დაინტერესებულმა სტუმრებმა ადგილობრივებისაგან შთამბეჭდავად მონათხრობი ისტორიები და ამბებიც მოისმინეს, რაც აქ დამკვიდრებულ ძველ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს უკავშირდებოდა.

მარი ბაბუხადია

218 thoughts on “„ეთნოფორი“ გურნაში

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.