დეპუტატის საქველმოქმედო აქცია ტყიბულსა და თერჯოლაში

  ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში საქველმოქმედო აქცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის, გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და მისი უშუალო ჩართულობით შედგა. ტყიბულში სოციალურად დაუცველმა, მარტოხელა პენსიონერებმა საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და „ავერსის“ აფთიაქის ფასიანი ვაუჩერები მიიღეს.

  თერჯოლაში კი, ამ ეტაპზე, შშმ  19 პირს „რაფრაიდერის“ ტიპის, სპეციალური ეტლები გადაეცათ.

  „- ქველმოქმედება ჩემთვის მოთხოვნილებაა და  ეს აქცია - დანაპირების ასრულება“ - განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.

ნანა რაზმაძე

კომენტარები გამორთულია