senni

დედამიწის საერთაშორისო დღეს აქცია მოეწყო

  კავკასიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა, „CENN-მა“, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან (TDDF) ერთად, დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

  აქციაში ქალაქის N1 და N6 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კამპანია რამდენიმე აქტივობას მოიცავდა. მათ შორის იყო ნახატების შექმნა ბუნების დაცვის თემაზე და მწვანე ნარგავებით გარემოს განაშენიანება.

ნათია მურუსიძე