51904381_2433666280036833_8116352574317133824_o

დასახლებების საერთო კრებები ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში

  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აღნიშნული პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა, რომლის საფუძველზეც ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულს, 56 ათასი ლარის ნაცვლად, გაორმაგებული თანხა, 112 ათასი ლარი მოხმარდება, რომელიც აქ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის დაიხარჯება.

  ორპირში მოსახლეობასთან კონსულტაცია, ხოლო სოფლებში - ლაფეთი, ჯონია, კოკა, ოხომირა, მანდიკორი, შუყერი, ნაბოსლევი, ზედა და ქვედა ჭყეპი დასახლებების საერთო კრებები გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  სოფელ ორპირში მოსახლეობის გადაწყვეტილებით ცენტრში, კულტურის სახლის ეზოში არსებული, სკვერის კეთილმოწყობის საკითხი შეირჩა, ხოლო ადმინისტრაციული ერთეულის დანარჩენ სოფლებში კი, შიდა გზების რეაბილიტაციის, სასმელი წყლისა და გარე განათებების მოწყობისა და სასაფლაოს შემოღობვის გადაწყვეტილებები მიიღეს.

მარი ბაბუხადია