ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი. მასში მონაწილეობდა ტყიბულელი სპორტსმენი, საქართველოს ჭადრაკის აკადემიის მოსწავლე, იმერეთის ორგზის ჩემპიონი, დავით ცქიფურიშვილი (მწვრთნელი ი. დოლიძე). მან 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა, ტურნირის ჩემპიონი გახდა 13 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის და მოიპოვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზური, რომელიც 20-31 აპრილს, რუმინეთის ქალაქ იასიში გაიმართება.
ნანა რაზმაძე
კომენტარები გამორთულია