დავით ცქიფურიშვილი საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის და მან, აპრილის თვეში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საგზური მოიპოვა, რომელიც რუმინეთის ქალაქ იასიში გაიმართება. მისი წარმატება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უყურადღებოდ არ დატოვა და ნორჩ მოჭადრაკეს სათანადო სიგელი, 500 ლარის ოდენობით საპრიზო თანხასთან ერთად, გადასცა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია