კოოპერატივი „გურნელების მარანი“ კვლავ ბაზარზეა, - ახლა უკვე 2016 წლის მოსავლით. კომპანია თავის ერთგულ და პოტენციურ მომხმარებლებს სთავაზობს „გურნის ცოლიკაურს,” როგორც ჩამოსასხმელს, ისე ბოთლებში დამზადებულს. მას შემდეგ, რაც პროდუქცია გაივლის შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას, 2017 წელს, ბაზარზე ასევე შემოთავაზებულ იქნება წითელი ღვინოც.
კომპანია წელსაც რამდენიმე გამოფენასა და ღვინის ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი, რათა საკუთარი პროდუქცია და ადგილწარმოშობა უფრო ცნობადი გახადოს. მისი მიწოდება ხდება როგორც ადგილზე, ისე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, - ნებისმიერ მისამართზე, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში.
„გურნის ცოლიკაურის“ ფასებია: 1 ბოთლი (0,75 ლ) – 17,17 ლარი;
ჩამოსასხმელი 1 ლიტრი - 9,90 ლარი (ფასები მოიცავს გადასახადებს).
პროდუქციას თან ახლავს ღვინის ლაბორატორიის მიერ გაცემული სერტიფიკატი.
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციაა: ტელ: 599 30 83 40, gurnelebi@gmail.com; Facebook-გვერდი: Gurnelebis Marani.
კომენტარები გამორთულია