გრანდიოზული პროექტის, ორპირი-ცუცხვათის გზის, რეაბილიტაცია დაიწყო

  ორპირი-ცუცხვათი-მღვიმის მიმართულებით 10 კილომეტრიანი არმირებული ბეტონისსაფარიანი გზის დაგება დაიწყო. ავტობანის სტანდარტების მქონე პროექტზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული მსხვილი კომპანია, „ყაზახდორსტროი,“ აწარმოებს. ადგილობრივების მრავალწლიანი პრობლემა, გზის საფარის მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის, ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, დადებითად გადაწყდა და სათანადო რეაგირება მოჰყვა - ორპირი-ცუცხვათის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან ერთად, პროექტის დეტალების გასაცნობად ადგილზე ჩავიდა და კონტრაქტორებს გაესაუბრა.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია