beruch_69522

  გიწვევთ „C“  ჰეპატიტის უფასო გამოკვლევებზე

,,C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს დამტკიცდა, შემუშავდა საქართველოში ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია”, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისათვის დაავადების პრევალენტობის 90%-ით და „C” ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის სულ ცოტა 65%-ით შემცირებას.

  აღნიშნულ პროგრამას 2016 წლიდან დაემატა სკრინინგული კვლევის კომპონენტი. ამ მიზნით, ა.ა.ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა“ დაიწყო სკრინინგული გამოკვლევები „C” ჰეპატიტზე. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა, უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა, გაიგოს არის თუ არა სავარაუდოდ „C“ ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი და მიიღოს სათანადო კონსულტაცია შემდეგი ქმედებისათვის.

  გამოკვლევისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ტყიბული, კ. ლომაძის მოედანი N3, გამგეობის შენობა, მე-2 სართული, 10-დან - 17 სთ-მდე, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება საკუთარი თავისადმი, ჩაიტაროთ გამოკვლევა, რათა საჭიროებისას დროულად ჩაერთოთ „C” ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი