123

გიწვევთ „ტყიბულქალაქობა - 2016-ზე“

  5 ნოემბერს, ტყიბულში, სახალხო დღესასწაული - „ტყიბულქალაქობა - 2016“ გაიმართება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.
გთავაზობთ „ტყიბულქალაქობა - 2016-ის“ პროგრამას:
12:00 სთ. - რეაბილიტირებული სკვერის გახსნა ახობაძის ქუჩაზე;
12:00 სთ. - საბავშვო-ბაღის აღსაზრდელთა კონცერტი (ახლადგახსნილ სკვერში);
12: 30 სთ. - რეაბილიტირებული სკვერის გამწვანება - ხე-მცენარეების დარგვა;
13:00 სთ. - სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა (თეატრის მიმდებარე ტერიტორია);
13:30 სთ. - გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების დათვალიერება;
14:00 სთ. - ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული ოკრიბის წარმოსახვა - ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისათვის დამახასიათებელი ფოლკლორისა და სამზარეულოს წარმოჩინება (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია);
16:00 სთ. - საზეიმო კონცერტი და ტყიბულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი (სპორტის სასახლე).
საზეიმო დასკვნით კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ მანაგაძე, ბესიკ კალანდაძე, მაკა ქაჯაია, ზურაბ დოიჯაშვილი და ბიძინა მახარაძე.

  გთხოვთ, მობრძანდეთ!

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა