გიწვევთ სწრაფი ცურვის შეჯიბრში

  ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნასთან დაკავშირებით 5 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 16:00 საათზე ეწყობა შეჯიბრება სწრაფ ცურვაში, რომელსაც ტყიბულის ახლადგახსნილი საცურაო აუზი უმასპინძლებს. აღნიშნულ ასპარეზობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12 წლიდან 16 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს და 16 წლის ზევით ნებისმიერ მსურველს.

  გამარჯვებული სამეული, თითო ასაკობრივი კატეგორიიდან, ადგილობრივი გამგეობისაგან სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. ღონისძიებას ორგანიზებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური გაუწევს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

კომენტარები გამორთულია