maxresdefault

გიწვევთ ინტელექტუალურ თამაშში, „რა? სად? როდის?“ მონაწილეობის მისაღებად

  ქალაქ ტყიბულში, 11 აგვისტოს, თეატრის ვერცხლის დარბაზში, 12:00 საათზე, (რეგისტრაცია 11სთ. 30წთ) გაიმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ “თითოეულ გუნდში მოაზროვნეთა მინიმალური რაოდენობაა - 3, ხოლო მაქსიმალური - 5).

  მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა). თამაშის მიმდინარეობისას დაისმება 36 კითხვა.

  I ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური თასითა და ფულადი პრიზით - 150 ლარით, II - ადგილის მფლობელი კი - 100 ლარით.

  პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

  მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია და 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე 595 95 85 05 (დავით არსენიძე).

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური