14517380_1025657670887415_7843602471842267333_n

გელა ჩივაძე : „მამული, ენა, სარწმუნოება, ღმერთი, ადამიანი, სამშობლო, პატიოსნება, სინდის-ნამუსი“

  თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან, 13 პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 2 - საინიციატივო ჯგუფიდანაა წარმოდგენილი.

  საზოგადოებაში დიდი ინტერესია, იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს. შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მათ შესახებ ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

 ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

პარტიული ნომერი 7

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის!“

  გელა ჩივაძე დაიბადა 1967 წლის 12 იანვარს ქ. ტყიბულში, მეშახტის ოჯახში. 1974 წელს შევიდა ქ. ტყიბულის N1 საშუალო სკოლაში, 1984 წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის N7 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა ქ. ულიანოვსკის, ორჯონიკიძის სახელობის სამხედრო უმაღლეს სამეთაურო სასწავლებელში, 1988 წელს მიიღო სამხედრო წოდება ლეიტენანტი და კვალიფიკაცია ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერი, 1988-90 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ოფიცრის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე.
1991-94წ.წ. მუშაობდა ქ. ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლის თანამდებობაზე, 1994 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის რადიოს საინფორმაციო სააგენტოს უფროსად. 1996 წელს მუშაობა დაიწყო გენერალური პროკურატურის კანცელარიის ინსპექტორად, 1996 წ. დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწედ და 2002 წლამდე მუშაობდა ამ პოზიციაზე. 1996 წელს მუშაობა დაიწყო საქველმოქმედო საზოგადოება ,,ოკრიბას~ საზოგადოების იურისტ-კონსულტანტად. 1997 წელს დააფუძნა ტყიბულის ზონის სოფელ გურნის ახალგაზრდა მამულიშვილთა კავშირი ,,შევარდენი" და არჩეული იქნა თავმჯდომარედ. 2002-04 წ.წ. მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის უფროს პროკურორად. 2004 წელს მუშაობდა თბილისის დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალდამცავი ორგანოების საგნის მასწავლებლად. 2004 წლიდან დღემდე არის ადვოკატი.
2008 წელს დაინიშნა სრულიად საქარეთველოს ადამაინის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად. 2010-დან 2016 წლის 10 ივლისამდე იყო პოლიტიკური პარტია ,,მომავალი საქართველოს" გენერალური მდივანი. 2010 წელს კენჭს იყრიდა ადგილობრივი და თვითმმართველობის ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო სიითი კანდიდატი.
2011 წელს გაიარა ტრენინგი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში სასამართლო ექსპერტიზაში. 2012 წელს გაიარა ტრენინგი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში სასამართლო უნარ-ჩვევებში. 2012-13 წ.წ. გაიარა ტრენინგები ადვოკატთა ეთიკის თემაზე განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში. 2014 წელს გაიარა ტრენინგი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში კრიმინალისტიკაში. 2014-16 წ.წ. სსიპ საქართვცელოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. 2016 წელს გაიარა ტრენინგი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში თემაზე სასამართლო ექსპერტიზის როლი მართლმსაჯულებაში. 2016 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატია.
არის დაოჯახებული.