215_0599_01.MP4.Still107

გელათში დავით აღმაშენებლის საფლავი ყვავილებით შეამკეს

  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი 1089 წელს, 16 წლის ასაკში, ავიდა ტახტზე და 36 წელი მეფობდა. 53 წლის ასაკში 1925 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰომნოგრაფიული ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“ დაწერა, სადაც მის მიერ ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი ცოდვებისათვის უფალს შეწყალება სთხოვა. ანდერძის თანახმად დავითი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული, რომელიც მისი მეფობის დროს აშენდა და აქვე დაარსდა გელათის აკადემია. ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დავით აღაშენებელი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

  დავითობას გელათის სამონასტრო კომპლექსსა და ეზოში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. ღვითმშობლის შობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა. გელათის აკადემიაში კი გაიმართა საჯარო ლექციები აღმაშენებლის ეპოქასთან დაკავშირებით და აქვე მოეწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის ხედების ამსახველი ფოტო-გამოფენა.

  დღესასწაულთან დაკავშირებით გელათში იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე და სხვა ოფიციალური პირები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა წმინდა მეფის, საფლავს, ჩოხოსანთა კორიდორის გავლით, პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს იგი. მათ ყვავილებით შეამკეს, ასევე, გვირგვინოსანი მეფეების სოლომონ I და სოლომონ II საფლავები.

მარი ბაბუხადია