ტყიბულში ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით სამი თანამედროვე ტიპის მოსაცდელი განთავსდა. გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ისინი ადგილზე მისვლით დაათვალიერეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 9 300 ლარის ფარგლებში განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „სპეცმშენი 6-მა“ აწარმოა.
აღნიშნულმა ხელმძღვანელმა პირებმა „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი მოინახულეს. ისინი სიძველის გამო საფრთხის შემცველია და მათი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ადგილობრივი მცხოვრებლები მადლიერებასა და კეთილგანწყობას გამოხატავენ ამ სიახლის გამო.
მარი ბაბუხადია
115 thoughts on “გამგებლის სამუშაო ერთი დღე”
კომენტარები გამორთულია