saxuravi

გამგებელმა სახურავების რეაბილიტაციის პროცესზე მონიტორინგი განახორციელა

  ტყიბულში, ადგილობრივი ბიუჯეტის 90%-იანი თანადაფინანსებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, 94 ათას 126 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებულ, 22 საცხოვრებელ კორპუსზე, სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

  გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და მისმა წარმომადგენელმა ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა გიორგაძემ, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და მუშა ჯგუფებსა და მობინადრეებს გაესაუბრნენ.

მარი ბაბუხადია