ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, გამგეობის სახელით, სპორტული ცენტრის აღსაზრდელი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, ეროვნული ნაკრების წევრი ძიუდოში, ილია სულამანიძე, პოლონეთში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე III საპრიზო ადგილის მოპოვებისათვის, ფულადი პრიზით, 700 ლარის ოდენობითა და სიგელით დაასაჩუქრა. ფულადი ჯილდო - 300 ლარი და სიგელი გადაეცა, ასევე, მის პირად მწვრთნელს, გრიგოლ სოფრომაძეს.
გამგებელმა ტყიბულელ სპორტსმენს საგანგებო შეხვედრა მოუწყო, გაესაუბრა, წარმატება მიულოცა და მომავალ ჩემპიონატებში გამარჯვებები უსურვა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია