215_0599_01.MP4.Still244.jpg.Still002

გაზიფიცირების წინასაპროექტო სამუშაოები ცუცხვათსა და ხსესილში

  საქართველოს სოფლების გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შ.პ.ს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ ერთად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აწარმოებს. ამჯერად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცუცხვათსა და ხრესილში, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილობრივებს გაესაუბრნენ და ის 3 წლიანი გეგმა გააცვნეს, რომლის მიხედვითაც 2019-21 წ.წ. იმერეთის რეგიონის 18 სოფელში 2 979-მდე კომლს მიეცემა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. გაზის მკვებავი ძირითადი მაგისტრალის სიახლოვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას შედარებით მოკლე დროში უზრუნველჰყოფს. ამდენად, ცუცხვათი - კურსებიდან, ხოლო ხრესილი საწირიდან მიიღებს კვების წყაროს. ამჟამად, პირველი ეტაპი, წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის„ წარმომადგენელმა, გიორგი დემეტრაშვილმა, განაცხადა, სახელმწიფოს თითოეულ მოსახლემდე გაზის მიყვანა დაახლოებით 4 500 ლარზე მეტი უჯდება, რომლის შემდეგაც სადისტრიბუციო კომპანია ინდივიდუალურ დაქსელვასა და გამრიცხველიანებას განახორციელებს.

ნათია მურუსიძე