bueti+++

ბუეთში მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი აღდგა

  თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგი (შალამბერიძის), ლოცვა-კურთხევით, მამა ნიკოლოზის (ქათამაძე) ძალისხმევითა და სოფლის მორწმუნე მრევლის თანადგომით, 21 მაისს, ბუეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ეკურთხა. სამეუფეო წირვა მღვდელთმთავარმა გიორგიმ, მამა ნიკოლოზთან ერთად, აღავლინა. ეპარქიის წინამძღოლმა სოფლის მოსალეობას მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე, მადლიერებით მოიხსენია, დალოცა და აკურთხა ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ტაძრის აღდგენა-განახლებაში.

  ოკრიბის სიწმიდეებიდან კიდევ ერთი მლოცველი ტაძარი შეემატა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

ნანა რაზმაძე