bzoba

ბზობა ჭყეპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში

  ორპირის თემის სოფელ ჭყეპის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა, მამა ნიკოლოზმა (ქათამაძე), აღავლინა.

  საზეიმო მსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შვიდი სახარება იქნა წაკითხული და იქ შეკრებილი მორწმუნეები მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოებას აზიარა.

ნანა რაზმაძე