1 აპრილს სრულიად მართლმადიდებლურმა სამყარომ ბზობის ანუ ბაიაობის დღესასწაული იზეიმა. ბზობას მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავენ. ეს გახლავთ ათთტორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ბრწინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.
ამ დღეს ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა მეუფე გიორგი(შალამბერიძემ) ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ, მამა იოანესთან ერთად აღავლინა. ეპარქიის წინამძღოლმა დალოცა, აკურთხა, ბზობის დღესასწაული მიულოცა და სარწმუნოებაში გაძლიერება უსურვა ტყიბულის მრევლს.
კომენტარები გამორთულია