ბაღის აღსაზრდელთა ჩემპიონატი ჭადრაკში

  საჭადრაკო კლუბმა „ტყიბულმა" საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრება, რომელშიც 18, ხუთი წლის, ნორჩი მოჭადრაკე ჩაება, შვეიცარიული სისტემით - 7 ტურად წარიმართა.

  6,5 ქულით პირველობა არავის დაუთმო და ჩემპიონის სახელი მოიპოვა ლექსო სულამანიძემ. 5,5 ქულა ორმა მონაწილემ, ოთო და საბა ბოჭორიშვილებმა მოაგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ოთოს ხვდა წილად. მესამე საპრიზო ადგილზე საბა ბოჭორიშვილი გამოვიდა. გამარჯვებული სამეული დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს, ტურნირის ორგანიზატორებმა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

  დაჯილდოების ცერემონიალში გამგებლის მოადგილემ, შალვა გაბრიაძემ და „ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით კუბლაშვილმა, მიიღეს მონაწილეობა.

ნანა რაზმაძე

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია