ტყიბულის ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მოძრავი თამაშები და სახალისო ფეხბურთი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 120-მდე მოზარდმა მიიღო. აქტივობა „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მხარდაჭერა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაუწია.
ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის, მოსწავლეებს სპორტული ფორმები და ინვენტარი გადაეცათ. სექტორებად დაყოფილი ლოკაციები მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, მოინახულა და გუნდების წარმომადგენლებს ადგილზე გაეცნო.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია