ბავშვთა დაცვის დღეს ბაღების აღსაზრდელებმა კონცერტი მიუძღვნეს

   1 ივნისს ტყიბულში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მხიარული კონცერტი ჩატარდა, რომელიც მუნიციპალიტეტის თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ, გაიმართა. 14 ბაგა-ბაღის გამოსაშვები ჯგუფების პატარები ორ-ორი ნომრით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

  ღონისძიებას პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ტყიბულის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები დააანონსა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.