ახალი ხიდი ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობისათვის

ჯავახიშვილის ქუჩაზე მისასვლელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.  აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტი უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. იგი, ლენტის გაჭრით მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ კუბლაშვილმა გახსნეს. ამ ცერემონიალში ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებელი პირებიც მონაწილეობდნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი 36 ათასი ლარის ღირებულებით ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოები კი,  შ.პ.ს. ,,ამჯ ჯგუფმა'' შეასრულა.

 

 

  მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “ახალი ხიდი ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობისათვის

  1. Уведомление: 2dialectic

კომენტარები გამორთულია