215_0599_01.MP4.Still244.jpg.Still002

ახალი ატრაქციონები პატარებისათვის

  მოსახლეობის ინტერესებისა და თხოვნის გათვალისწინებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქში, ბავშვთა სეგმენტზე გათვლილი, ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. უკვე არსებულ და განახლებულ სკვერებისა და პარკების რიცხვს კიდევ ორი დასასვენებელი და გასართობი ადგილი დაემატა. ტყვარჩელის ქუჩა N8 კორპუსისა და კოსტავას ქუჩის მიმდებარედ ახალი თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დაიდგა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი დაიხარჯა. კომპანია „ჯი-თი დიზაინ მეტალის“ წარმომადგენლებმა და კომუნალური გაერთიანების თანამშრომლებმა კონსტრუქციების ადგილზე მონტაჟი ერთობლივად განახორციელეს. მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, პირადად გაეცნო სამუშაო პროცესს და სკვერები მოინახულა.

  აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ატრაქციონების გარშემო ტერიტორია კეთილმოეწყობა და მოსასვენებელი სკამებიც განთავსდება. რაც შეხება კოსტავას ქუჩასთან მდებარე სკვერს, აქ არსებული ძველი კარუსელების ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო გაცილებით ამორტიზირებულის - დემონტაჟი მოხდება.

ნათია მურუსიძე