artgeni

„არტ-გენი - 2015 - ის“ ფესტივალი სოფელ სიმონეთიდან დაიწყო

  „არტ-გენი-2015“ რეგიონული ტურნეთი გაიხსნა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლმუზეუმის ეზოში მოწყობილ ღია სცენაზე იმერეთის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

   ზეიმს იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ტყიბულის თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. მაყურებლის წინაშე სახელოვნად წარდგნენ ეთნოფორი - ხუციბერიძეები ციხია ბობოთიდან და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცხრაჯვარი“.

ნანა რაზმაძე