raja

ანსამბლი „რაეო“ ეთნომუსიკით - ტყიბულში

  ეთნოფოლკლორის მოყვარულთათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში შთამბეჭდავი კონცერტი გაიმართა. ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრის ანსამბლი, „რაეო,“ ცნობილი მუსიკოსისა და ქორეოგრაფის, დავით (დათუნიკა) სხირტლაძის, თაოსნობით წარდგა მაყურებლის წინაშე.

  ათამდე კომპოზიცია, ქართული მრავალხმიანი და ინსტრუმენტული ჟღერადობით შეზავებული, საუცხოო განწყობით მიიღო პუბლიკამ. ახლადფეხადგმული კოლექტივი 6 თვეა, რაც ჩამოყალიბდა და ტყიბულის შემდეგ დიდ ტურნეებს აჭარასა და კახეთში გეგმავს.

ნათია მურუსიძე