22 ივნისს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნეთა კონკურსში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ასაკის 9 მონაწილე ჩაერთო, რომელსაც ექვსკაციანი ჟიური სცდიდა და აფასებდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან ამ გამოწვევაში ორი წარმომადგენელი იყო ჩართული, ორპირის თემიდან: ნათელა ლანჩავა და უკვე ხუთგზის გამარჯვებული, პედაგოგი, ტყიბულის საპატიო მოქალაქე, ანრო ცირეკიძე. მათ განსაკუთრებულ მხარდაჭერას, საკონკურსო ორი დღის განმავლობაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, უწევდათ. ანრო ცირეკიძემ ახალციხელ თეიმურაზ ხუციშვილთან ერთად პირველი ადგილი გაიყო. მათ კონკურსის ორგანიზატორებისაგან 900 - 900 ლარი გადაეცათ.
ნანა რაზმაძე
71 thoughts on “ანრო ცირეკიძე „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნეთა კონკურსის ხუთგზის გამარჯვებულია”
კომენტარები გამორთულია