321

„ანა-ბანას“ ჯადოსნური სიზმარი

  ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება „ანა-ბანამ“ მაყურებელი „ჯადოსნური სიზმრის ქვეყანაში“ ამოგზაურა. ორთვენახევრიანი ნამუშევარი სტუდიის ხელმძღვანელმა, ელისო დონაძემ, თავის აღსაზრდელებთან ერთად, ზღაპრად გადმოცემული მიუზიკლის სახით წარმოადგინა. 20-მდე მუსიკალური ნომერი ბავშვებისათვის საყვარელმა პერსონაჟებმა - „ფიფქიამ“ და „ჯუჯებმა,“ „წითელქუდამ“ და მგელმა, „ნაცარქექიამ,“ კატა ,,წკიპიტომ“ და „მაუსებმა,“ „სპანჩბობმა,“ „დროის უფლისწულმა“ განასახიერეს.  საოცრად ფერადი, ლამაზი და მხიარული კოსტიუმირებული სანახაობა კლოუნებმა, ჯადოსნურმა ვეფხვმა და ირმების მარხილიანმა თოვლის ბაბუამ გაახალისეს. პატარებთან ერთდ სცენაზე მათი მშობლებიც დადგნენ და  თავიანთი ჩართულობით განსხვავებული ელფერი შეიტანეს პროგრამაში.

   აღსანიშნავია, რომ „ანა-ბანა“ 18-მდე აღსაზრდელს აერთიანებს. ყველაზე პატარა - 4 წლის ასაკისაა. კონცერტზე მათთან ერთად სასახლის ჯგუფ „პოზიტივის“ მოზარდებიც მონაწილეობდნენ. მუსიკალურ ზღაპარს, რომელიც მცირე დარბაზისათვის იყო განკუთვნილი, მშობლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და კულტურის ობიექტების გაერთიენების ხელძღვანელები, სასახლის დირექცია და პედკოლექტივი ესწრებოდნენ.

ნათია მურუსიძე