2.1.ალექსანდრე ბასილაიასადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო

ალექსანდრე ბასილაიასადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო

  შემოქმედებითი კავშირის „გარასა“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანაორგანიზებით ჩვენს ქალაქში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას, 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თეატრის სცენამ უმასპინძლა. პროექტი სახელწოდებით - „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორიც. შემოსული თანხა ალექსანდრე ბასილაიას ოჯახს გადაეცემა, ქართულ კულტურაში შეტანილი უდიდესი ღვაწლისათვის, ასევე, ნაწილი თანხა მოხმარდება ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩაზე, მშენებარე მისი სახელობის სკვერის კეთილმოწყობას.

  კონცერტი, რომელიც ტყიბულელი მაყურებლისათვის დაიგეგმა ცნობილმა შემსრულებელმა და კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ, პოპულარულ ბენდთან, ლევან კემულარიას „ჯაზ-კვინტეტთან,“ ერთად გამართა.

ნათია მურუსიძე