215_5380_01.MP4.Still001

ხელოვნების სკოლაში მუსიკალური კვირეული დაიწყო

   კულტურის ობიექტების გაერთიანების, მაყვალა ქასრაშვილის სახელობის, ხელოვნების სკოლაში მუსიკალური კვირეული საორკესტრო განყოფილების კონცერტით გაიხსნა. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ვიოლინოს, ფლეიტისა და გიტარის კლასების მოსწავლეები. საკონცერტო პროგრამა, რომელიც ამავე დაწესებულების პედაგოგს, ნინო აბესაძეს, მიჰყავდა ათამდე ნომერს მოიცავდა.

  მუსიკალური კვირეულის გამართვა ხელოვნების სკოლაში ტრადიციად დამკვიდრდა და უკვე მესამე წელია, რაც ეწყობა. პროექტის ფარგლებში ღონისძიებები 31 მაისის ჩათვლით ყოველდღიურად 16:00 საათზე დაიწყება. მასში, გარდა საორკესტრო განყოფილებისა, მონაწილეობას მიიღებენ ხალხურ საკრავთა, ვოკალური და საგუნდო, ასევე საფორტეპიანო განყოფილებებისა და საბალეტო კლასის მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარებულ კონცერტებზე შეირჩნენ. აღსანიშნავია, რომ 31 მაისს კვირეულის დახურვის დღეს ყველა განყოფილების ჩართულობით წარმოდგენილი იქნება „კინო-მუსიკა.“

მარი ბაბუხადია