DSCN1386

წლის საანგარიშო კონცერტი ხელოვნების სკოლაში

  მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ყველა განყოფილებისა და კლასის მოსწავლეები და უშუალოდ პედაგოგებიც იყვნენ ჩართულნი. 45 წუთიანი პროგრამა საგანგებოდ შერჩეული საუკეთესო 20-მდე საფორტეპიანო, ვოკალური, საორკესტრო თუ სხვა მრავალფეროვანი ნომრით იყო წარმოდგენილი. შესრულებულ იქნა როგორც ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები, ისე ფოლკლორული ნიმუშები. სცენაზე ერთმანეთს სოლო შემსრულებლები, დუეტები, ტრიოები, ასევე სკოლის გუნდი, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, ხალხურ საკრავთა და მევიოლინეთა ანსამბლები ენაცვლებოდნენ. სცენაზე ქორეოგრაფიული განყოფილების უმცროსკლასელ მოსწავლეთა დებიუტიც შედგა, მათ მაყურებელს ქართულ ცეკვათა პოპური წარმოუდგინეს.

  ღონისძიების მსვლელობისას სკოლის ხელმძღვანელმა, ნანა ფორჩხიძემ, მოსწავლეები, მიმდინარე წლის განმავლობაში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისათვის, ორგანიზატორებისა და კულტურის ობიექტების გაერთიანებისაგან სიგელებით დააჯილდოვა.

მარი ბაბუხადია

001 002 003 DSCN1367 DSCN1369 DSCN1371 DSCN1373 DSCN1377 DSCN1378 DSCN1384 DSCN1390 DSCN1391 DSCN1397