ტყიბულში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართათვის მოსწავლე-ახალგაზრდებმა კონცერტი გამართეს. მინი საქველმოქმედო ღონისძიება, ამავე, დაწესებულებაში სასახლის ბავშვთა გაერთიანება, „ანაბანას,“ ხელმძღვანლის, ელისო დონაძის, ორგანიზებით მოეწყო, რომელიც მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნელი ქარელისა და ფოტო-კინო მოყვარულთა კლუბის წევრის, ყოფილი „ანაბანელის,“ ნიკოლოზ დონაძის, ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. ღონისძიების სახელწოდებაც „ნიკა და მისი მეგობრები“ ამ ინიციატივასა და მონაწილეთა შემადგენლობას უკავშირდება.
კონცერტში ჩართულნი იყვნენ „ანაბანასა“ და ფოტო-კინო მოყვარულთა კლუბის (ხელმძღვანელი: დიანა ტურძილაძე) წევრები, N2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ასევე, ტყიბულელი ინდივიდუალური შემსრულებელი, ანჟელა არაბიძე. აღსანიშნავია, რომ კოსტიუმებიც მისივე ავტორობით შეიქმნა. ახალგაზრდებმა ბენეფიციარებს ეს დღე მხიარული ნომრებით გაულამაზეს, მათთვის სიმღერები, პაროდიები, ხალხური ცეკვების პოპური თუ სხვა ქორეოგრაფიული, მუსიკალური და იუმორისტული ნომრები დიდი სიყვარულით წარმოადგინეს. აქ ბენეფიციარებისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება „ანაბანას“ ხელმძღვანლის ორგანიზებით მსგავსი ტიპის აქტივობები ხშირად ეწყობა და მისივე თქმით მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია