„ღამე მუზეუმში“

  1978 წლიდან, ყოველ 18 მაისს, მსოფლიოს 150 ქვეყანა მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ეწყობა ღია კარის დღეები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები. 2013 წლიდან საქართველო შეუერთდა აქტიურ კამპანიას „მოდი ღამე მუზეუმში,“ რომლის ფაგლებშიც არასამუშაო დროს, საღამოს 6 საათიდან, დამთვალიერებლისათვის ყველა მუზეუმის კარი ღიაა და დასწრება თავისუფალია.

  ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად ეხმიანება ამ თარიღს. წელსაც აქ, ჩვენს მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრების შედეგად სხვადასხვა დროს, აღმოჩენილი ექსპონატების ნახვა შეეძლო ნებისმიერ მსურველს. წარმოდგენილი იყო ქვის ხანისა და ბრინჯაოს პერიოდის ექსპოზიცია, ეთნოგრაფიული მასალა. ასევე, - მეშახტის შრომის იარაღები. მოხსენებები წაიკითხეს მოსწავლეებმა, ჩვენი მუზეუმის ისტორიაზე, ბიოგრაფიული ცნობები მისი პირველი დირექტორისა და დამაარსებლის, ზურაბ ჭიტაშვილის, შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1978 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო ოფიციალურად იგი 1980 წელს გაიხსნა.

  ღონისძიებას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელები, თემურ ჩუბინიძე და ნატალია კობახიძე, ასევე, საკრებულოს, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგნლები, სხვა სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ.

  ტყიბულში „ღამე მუზეუმში“ კამპანიამ ღამის 4 საათამდე გასტანა, რომლის იდეაც სამუზეუმო ინსტიტუტების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმაა საზოგადოების მსახურებასა და მის განვითარებაში.

ნათია მურუსიძე

60466010_461987081207573_2639818613883666432_n 60797425_1067939560081926_7102868162227470336_n

კომენტარები გამორთულია