IVERIA

ქართული ესტრადის „ვარსკვლავები“ ტყიბულში

20-25 წლიანი პაუზის შემდეგ ტყიბულს ლეგენდარული ქართველი მომღერლების ჯგუფი ეწვია. ანსამბლების, „ივერიისა“ და „75-ის“ წარმომადგენლებთან ერთად ყველა თაობისათვის საყვარელი ესტრადის „ვარსკვლავები“ საქველმოქმედო მიზნით გაერთიანდნენ და  იმერეთის რეგიონში უჩა კორძაიას მხარდამჭერ კამპანიას ახორციელებენ.