IMG_7841

სამხატვრო სკოლის გამოფენა დედა ენის დღეს მიეძღვნა

   სამხატვრო სკოლაში საგაზაფხულო გამოფენა - სახელწოდებით „გაზაფხულის ყვავილები“ მოეწყო. საგამოფენო დარბაზი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 150-მდე ნიმუშს ჰქონდა დათმობილი. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა აქ წარმოდგენილ ფერწერულ ტილოებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, გაზაფხულისა და ყვავილების თემაზე შექმნილ ფერად კომპოზიციებსა და ვიტრაჟებს. მოსწავლეებს სამუშაო მასალად ძირითადად შერჩეული ჰქონდათ აკვარელი, გუაში, ტილო, ზეთის საღებავები.

  ღონისძიებაზე ახალგაზრდა ხელოვანის, თვითნასწავლი მხატვრის, რიმა პეტროსიანის, ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. გამოყენებითი ხელოვნების 50-მდე ნიმუში ასევე გაზაფხულისა და ყვავილების თემას ასახავდა, რომლისთვისაც ხელოვანს პოლიმერული შეღებილი თიხა ჰქონდა გამოყენებული.

  გამოფენის პარალელურად სამხატვრო სკოლის I და II კლასების მოსწავლეები ქართული ანბანის თემატიკაზეც მუშაობდნენ და ამ ფორმით უერთდებოდნენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. გარდა ამისა, მათ დამთვალიერებლებს ფერადი ფანქრებით შესრულებული საგაზაფხულო ნამუშევრებიც წარმოუდგინეს.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

 მარი ბაბუხადია

IMG_7730 IMG_7736 IMG_7754 IMG_7778 IMG_7819 IMG_7825 IMG_7826 IMG_7830 IMG_7835