მუხურის სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი დღე ტყიბულში

  შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებით ღონისძიებას უმასპინძლა. სასახლის სააქტო დარბაზში მათ მაყურებელს მუსიკალური ნომრებით გაჯერებული, შინაარსობრივად და სანახაობრივად საინტერესო, ინსცენირება წარმოუდგინეს.

  მუსიკისა და ისტორიის ინტეგრირებული პროექტი, თემით - ,,თამარ მეფე-უკვდავება თანამედროვეობაში,“ ძირითადად, აკაკი წერეთლის ლექსის, ,,სიზმრის,“ იმპროვიზაციას მოიცავდა. სცენაზე გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა მაყურებელი თამარ მეფის ეპოქაში ამოგზაურეს. თემის მიზანიც წარსულისა და თამარის მეფობის ხანის სწორად გააზრებასა და მის თანამედროვეობასთან კავშირს წარმოადგენდა. პროექტი მუსიკის პედაგოგმა, ნინო აბესაძემ, თავისივე ინიციატივით, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელთან, ირაკლი გაბრიჭიძესთან ერთად, განახორციელა. ღონისძიებას პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად კულტურის დარგების, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სხვა ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიების მეორე ნაწილისათვის მოსწავლეებმა სასახლის ლიტერატურულ სალონში გადაინაცვლეს, სადაც მათთან ერთად, მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის შემსრულებლებიც იყვნენ ჩართულნი. მოზარდმა შემსრულებლებმა შეკრებილ საზოგადოებას, როგორც ცნობილი ქართველი, ისე უცხოელი, დიდი კლასიკოსების მუსიკალური ნაწარმოებები როიალთან გააცოცხლეს და მათივე საინტერესო ბიოგრაფიული ეპიზოდებიც გაგვაცნეს.
  მოსწავლეებისათვის ჩვენს ქალაქში საინტერესოდ დაწყებული დღე შინაარსიანად, შემეცნებითად და იმავდრიულად მხიარულად გაგრძელდა. მათ სასახლის ,,ბავშვთა გაერთიანება - ,,ანა-ბანაც“ გაიცნეს და საგანგებოდ მათთვის, თოჯინების თეატრში, სპექტაკლის-,,კატა წკიპიტო და გულადი თაგუნას“ პრემიერაც გაიმართა.
  ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისათვის, როგორც საჯარო, ისე, ხელოვნების სკოლის მოსწავლეები სკოლისაგან სიგელებით, მუნიციპალური თეატრის სცენაზე, დაჯილდოვდნენ. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ მუსიკისა და ისტორიის პედაგოგებსაც. სტუმრებს, თეატრსა და სამხატვრო სკოლაში, მცირე ექსკურსიც მოუწყვეს, სადაც მათ კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ამ უნიკალურ შენობასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები, მხატვრებმა კი,- საგამოფენო სივრცეები, ნამუშევრები და სამუშაო გარემო გააცნეს.
  მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ღონისძიება, საჯარო სკოლის, სასახლის დირექციისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების მხარდაჭერით მოეწყო.
 
მარი ბაბუხადია
 

13 thoughts on “მუხურის სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი დღე ტყიბულში

  1. maltophilia is difficult since results are significantly influenced by several conditions including incubation temperature, culture medium or technique 4. doxycycline diarrhea Aside from the HSA- rtTA mouse, we are aware of only one other myofiber- specific Tet- ON mouse, the MCK- rtTA mouse described by Grill and coworkers 31.

  2. Below are most exciting porn videos with willow hayes in Full HD quality.
    In our porn tube you can see wild sex where the plot has willow hayes.
    Moreover, you have the choice in what quality to watch your favorite porn video, because all
    our videos are presented in different quality: 240p, 480p, 720p,
    1080p, 4k.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.