მოსწავლეთა სასახლის საახალწლო კონცერტი

  ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო კონცერტი, „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,“ გაიმართა. მასში მონაწილეობას სასახლის მხატვრული კოლექტივების აღსაზრდელები იღებდნენ: ბავშვთა გაერთიანება „ბასტი-ბუბუ“ (ხელმძღვანელი მარინა ციცქიშვილი), ნორჩ ვოკალისტთა ჯგუფი „ნატვრისთვალი“ (ხელმძღვანელი ნათია გოქაძე) და მხატვრული კითხვის წრე (ხელმძღვანელები ნარგიზ ხიშტოვანი და მადონა ესებუა). საათზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამა სადღესასწაულო თემატიკის სიმღერებით, ლექსებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო დატვირთული. მოზარდებმა მხატვრული კომპოზიციებიც წარუდგინეს მაყურებელს. სცენაზე პატარებს თოვლის ბაბუა მიესალმა და ბედნიერი ახალი წლის შემობრძანება უსურვა მათ.
 

  აღსანიშნავია, რომ წინასაახალწლო ღონისძიებათა ფარგლებში მოსწავლეთა სასახლეში კვირეული მიმდინარეობდა, რომელიც 19 დეკემბერს ბავშვთა გაერთიანება „ანა-ბანას“ (ხელმძღვანელი ელისო დონაძე) საშობაო სპექტაკლით, „პეპი ჩვენს ქალაქში,“ გაიხსნა. 23 დეკემბერს N6 საჯარო სკოლის 1-2 კლასელებისათვის გაიმართა თოჯინების საახალწლო სპექტაკლი „მეგობრები თოვლის ბაბუს გადასარჩენად,“ შემდეგ კი, საახალწლო ვიქტორინა-კონკურსი სექციის მიერ „მიმართულება ცოდნის სამყაროში“ (ხელმძღვანელი მარიტა ბრეგაძე). 28-ში შედგა უფროსკლასელთა გაცნობითი საახალწლო კაფე-საღამო „თოვლის ფიფქმა ფანჯარაზე მომიკაკუნა“ (ხელმძღვანელი ბელა გვენეტაძე). 30 დეკემბერს კი კვირეული სასახლის აღსაზრდელთა შემაჯამებელი კონცერტით დაგვირგვინდა.
 
ნათია მურუსიძ
 

20 thoughts on “მოსწავლეთა სასახლის საახალწლო კონცერტი

  1. Hey I know this is off topic but I was wondering if you knew of any widgets I could add to my
    blog that automatically tweet my newest twitter updates.

    I've been looking for a plug-in like this
    for quite some time and was hoping maybe you would have some experience with something like this.
    Please let me know if you run into anything. I truly enjoy reading your blog and I look
    forward to your new updates.

  2. I like the helpful information you provide in your articles.
    I will bookmark your weblog and check again here frequently.

    I'm quite sure I will learn many new stuff right here!

    Good luck for the next!

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.