,,მარჯანიშვილელების“  ,,მონატრებიდან - მარადისობამდე“ ტყიბულელი მაყურებლისათვის

  ტყიბულელებისათვის, მუნიციპალურ თეატრში, ქუთაისის მოზარდ - მაყურებელთა ახალგაზრდულმა თეატრმა, ,,მარჯანიშვილელები,“ სპექტაკლი - ,,მონატრებიდან მარადისობამდე,“  წარმოადგინა.

   ნოდარ დუმბაძის, ყველა ასაკის მკითხველისათვის საყვარელი მოთხრობების მიხედვით შექმნილი სცენარის ავტორი და წარმოდგენის რეჟისორი ,,მარჯანიშვილელების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, - თორნიკე მარჯანიშვილია. ტყიბულის სცენაზე გაცოცხლებული  დუმბაძის საყვარელი პერსონაჟები, პატარა, მოზარდი თუ ახალგაზრდა მსახიობების ენით, ჟესტიკულაციითა და მანევრულობით, მწერლისა და სპექტაკლის მთავარ სათქმელზე - სიკეთეზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და ადამიანებისათვის მათ მნიშვნელობაზე გვიამბობდნენ. მაყურებელი კი, - მათ გულწრფელი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით პასუხობდა.

  აღსანიშნავია, რომ სცენაზე მდგარ 50-მდე მონაწილეს შორის, ყველაზე პატარა 4 წლის, რვა კი, - დებიუტანტი გახლდათ. ტყიბულელი მაყურებელისათვის წარდგენამდე, ახალი შემადგენლობით, სპექტაკლის პრემიერა  2 ივნისს, ქუთაისის ოპერის თეატრში, გაიმართა და მასში, მათთან ერთად, ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური სტუდიის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ.

    როგორც ,,მარჯანიშვილელების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, მარინა მარჯანიშვილმა,   აღნიშნა, ეს თეატრი 2009 წელს ჩამოყალიბდა და არაერთი სპექტაკლი აქვთ დადგმული და მათი ტყიბულელი მაყურებლისათვის ჩვენების დიდი სურვილი და იმედი აქვთ.

    სპექტაკლი, ,,მონატრებიდან-მარადისობამდე,“ ჩვენს ქალაქში, მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც, სხვა თანაქალაქელებთან ერთად, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მარი ბაბუხადია

 

7 thoughts on “,,მარჯანიშვილელების“  ,,მონატრებიდან - მარადისობამდე“ ტყიბულელი მაყურებლისათვის

  1. Следователи управления МВД по Москве предъявили ректору РАНХиГС Владимиру Мау обвинение в хищении средств академии, сообщили в ведомстве.
    РИА Новости
    МВД также подтвердили, что у ректора РАНХиГС и сотрудников вуза проведены обыски.
    ТАСС
    По сведениям СМИ, обыски прошли у восьми бывших и действующих сотрудников вуза.
    Интерфакс
    По версии следствия, Сергей Зуев, будучи директором Института общественных наук РАНХиГС, вступил в сговор с замминистра просвещения Мариной Раковой и замгендиректора ФГАУ "Фонд новых форм развития образования" Евгением Заком для хищения денег вуза.

    ссылки мега

    зеркало мега

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.